ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლაში მსენელების ჩარიცხვა ობიექტურად არ ხდება, ვინაიდან სკოლის მართვაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირდაპირაა ჩართული.
დოლიძე მიიჩნევს, რომ ისტიციის უმაღლესი სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები და მსმენელები.
„აუცილებელია, რომ სკოლაში ჩარიცხვა მოხდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და არ იყოს ისევ და ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებური გადასაწყვეტი, როგორც ეს დღეს არის. სკოლაში სწავლება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული მოსამართლედ დანიშვნასთან. ანუ, სკოლაში ჩარიცხვა და სკოლის დასრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნებაზე. ეს უნდა იყოს განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და მაშინ მივიღებთ კომპეტენტურ და დამოუკიდებელ სასამართლო კორპუსს. დღეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მართვაში პირდაპირ არის ჩართული იუსტიციის საბჭო. სკოლის მსმენელების დაკომპლექტებას იუსტიციის საბჭო ასევე ნაწილობრივ ახორციელებს. ანუ სამოსამართლეო გამოცდის ჩაბარებას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენადაც არაობიექტურ კრიტერიუმებზე დამოკიდებულ შეფასებას. სკოლა უნდა გახდეს დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, როგორ და როდის მიიღოს სტუდენტები, მსმენელები. ეს უნდა გაკეთდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და არა ისე, როგორც ახლა ხდება, რომ გაურკვეველი მიზეზებით ადამიანები სკოლაში არ ირიცხებიან და გაურკვეველი მიზეზებით არ ინიშნებიან ისინი მოგვიანებით მოსამართლეებად", - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






