"შეხვედრის მიზანი იყო მიგვეწოდებინა მინისტრისთვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია ბოლნისისა და დმანისის რაიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესახებ და გვესაუბრა იმ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც კომპანია "არემჯი გოლდი" წლების განმავლობაში ახერხებდა ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას გარდა ამისა ლევან დავითაშვილს გავაცანით ჩვენი ხედვები პრობლემის დაძლევის გზებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ბოლნისის და დმანისის რაიონებში სიტუაცია მართლაც მძიმეა და დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებების გეგმაზე რომლის დაუყონებლივ აღსრულებაც დაევალა კომპანია "არემჯი გოლდს''. მეტიც,. ლევან დავითაშვილი დაგვპირდა რომ მისი უწყების პოზიცია კომპანიასთან მიმართებაში იქნება მტკიცე და ამასთანავე სურვილი გამოთქვა რომ სოფლის მეურნეობის და გარემოდაცვის სამინიტროს გარდა პროცესის მონიტორინგში სრულად იყოს ჩართული "საყდრისის კომიტეტიც" მინისტრის ეს ინიციატივა ჩვენი მხრიდან მისასალმებელია აცხადებენ აქტივისტები
შეხვედრაზე "საყდრისის კომიტეტის" წევრებმა ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ ზიანზე რომელიც კომპანიის საქმიანობის შედეგად ადგება "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს და კულტურულ მემკვიდროებას და მოითხოვს მკაცრი მონიტორინგი კომპანიის მიერ ხეების უმოწყალოდ ჩეხვის პროცესზე.
სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ უწყების დეპარტამენტების ხელმზღვანელებიც.
მასალის გამოყენების პირობები






