უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ გაიმართება - ორი დაჯგუფება „ქართულ ოცნებაში“
პოლიტიკა - 09:45, 19 Apr, 2018     1905
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი ამ დრომდე უცნობია. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება იქნება. ქართულ ოცნებაში კობახიძისა და კვირიკაშვილის გუნდებს შორის არსებულ დაპირისპირებას უარყოფს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

„არანაირი გადაჯგუფებები უმრავლესობაში არ არსებობს. იყო ცალკეული განცხადებები, რომლებმაც გარკვეული უხერხულობა შექმნა და თქვენ მოგცათ იმის თქმის საფუძველი, რომ არის მწვავე დაპირისპირება გუნდში, მაგრამ ასეთი რეალურად არ არის,"-განაცხადა მდინარაძემ, რომელიც ირაკლი კობახიძის გუნდში მოიაზრება.

არსებულ დაპირისპირებაზე და კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობაზე საუბრობს, მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ამჯერად კვირიკაშვილის გუნდიდან, ნუკრი ქანთარია. მისი თქმით ყველა კითხვას, რომელიც პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და სხდომის ჩატარების დიდი ხნით გადაწევა პროცესებზე უარყოფითად აისახება

"ერთი დღე იქით-აქეთ, ეს არაფერი, მაგრამ ეს რომ ჩვენ გადავიტანოთ მარადიულობაში, ეს არის ძალიან ცუდი,"-განაცხადა ქანთარიამ.

უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე იყო ჩანიშნული, სხდომის მოწვევის თაობაზე განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. არსებული ინფორმაციით, სხდომის გადადების საბაბი ტექნიკური მიზეზები გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42