„როგორ დაიგეგმა გიორგი სანაიას მკვლელობა, რატომ გაიტაცეს პეტრე ცისკარიშვილი და ვინ მფარველობდა კრიმინალურ ბანდას“ - სოსო ალავიძე სკანდალური საქმეების დეტალებს ჰყვება
პოლიტიკა - 23:41, 18 Apr, 2018     16538
პოლიციის გენერალი გიორგი სანაიას მკვლელობის სკანდალურ და დღემდე უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს - როგორ დაიგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა, რას სთავაზობდა ზურაბ ჟვანია, ვისი დავალებით მოქმედებდა კრიმინალური ბანდა და რატომ გაიტაცეს ებრაელი სასულიერო პირის ნაცვლად პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს უახლესი ისტორიის შოკისმომგვრელი ქრონიკა და მაღალჩინოსანი პოლიციელის დარღვეული დუმილი.

სოსო ალავიძე გახმაურებული საქმის დეტალებს ,,ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ჰყვება.

გიორგი სანაია გახდა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლი - აცხადებს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

მზადდებოდა გარკვეული პროვოკაციები, იყო ინფორმაცია, შეიძლებოდა განხორციელებულიყო მკვლეობა რეზონანსული პიროვნების, თუმც მე არ ვიცოდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტი. გიორგი სანაიას მკვლელობა იყო დატვირთული პოლიტიკური შემადგენლით“ - აცხადებს სოსო ალავიძე. მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილი საყოფაცხოვრებო ვერსია არ შეესაბამება სიმართლეს.

„გამოძიებას აწარმოებდა გენერაური პროკურატურა, შესაბამისად ვერსიები, მიზანი იყო კარგად განსაზღვრული, რომ ვერსია და მიმართულება წასულიყო საყოფაცხოვრებო მიმართულებით“ - ამბობს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ვისგან მოდიოდა საყოფაცხორებო ვერსიის „შემოგდება“, ამაზე ალავიძემ არ უპასუხა.

მისი თქმით, თუკი საგამოძიებო უწყება დაინტერესდება, ის მისცემს ჩვენებას.

ვინ იდგა გიორგი სანაიას მკვლელობის უკან? - სოსო ალავიძე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს გამორიცხავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

სოსო ალავიძე კიდევ ერთ გახმაურებულ გატაცებაზე საუბრობს და ამბობს, რომ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება მოხდა შემთხვევით, რეალურად კი დაგეგმილი იყო საქართველოს მთავარი რაბინის გატაცება იმ ადამიანების მიერ, ვინც ცისკარიშვილი გაიტაცა.

„ამ ჯგუფს ჰქონდათ მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა, არა შემსრულებლები, არამედ მათ უკან მდგარი ჯგუფი, ვინც ამას გეგმავდა და ეს იგეგმებოდა მაღალ კაბინეტებში... რუსთაველის გამზირზე.

რაბინის გატაცებისთვის ეძებდმემ მანქანას და წააწყდნენ მანქანას, რომელშიც იყო პეტრე ცისკარიშვილი, შემთხვევით. როცა გაიგეს, რომ ის იყო დეპუტატი, მოკიდეს ხელი და წამოიყვანეს.

ცისკარიშვილის წამოსაყვანად იყო ჩასული ზურაბ ჟვანია და ვინმემ კითხა, ვისთან ჩავიდა და ვის ესაუბრა?“ - აცხადებს სოსო ალავიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42