"საქართველოს ავიაბაზარი ძალიან მიმზიდველია" - ქეთევან ალექსიძე
პოლიტიკა - 19:21, 18 Apr, 2018     1213
ზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოვა. საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი Flynas რეგულარულ რეისებს ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ახალი ავიაკომპანია ფრენებს ერთდროულად სამი ქალაქიდან იწყებს, მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ავიაბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

,,საქართველოში ფრენას იწყებს საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი. ეს არის ავიაკომპანია Flynas, რომელიც ფრენებს ერთდროულად სამი მიმართულებით შეასრულებს: ჯედა, ერ-რიადი და დამამი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ავიაკომპანია, რომელიც ბაზარზე შემოდის სამი მიმართულებით და თითოეული მათგანი სამი სიხშირით შესრულდება, ნამდვილად მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ავიაბაზარი ძალიან მიმზიდველია. ჩვენი ტურისტული პოტენციალი ნამდვილად კარგად არის შეფასებული. ავიაკომპანია ფიქრობს, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ისინი ძალიან მალე შეძლებენ სიხშირეებს გაზრდას,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა ოპერირება 2007 წლის თებერვალში Nas Air-ის სახელწოდებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში ის ბაზარზე უკვე Flynas-ის სახელით ოპერირებს და ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდს ფლობს. ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.

2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოში საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარებით 82% ზრდა დაფიქსირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42