"ვიდეოს გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე" - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 18:30, 18 Apr, 2018     4698
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მასალას, რომელიც ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ასახავს.

"2018 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველი პირადად შეხვდა ბავშვს, მის მშობელს და მკურნალ ექიმს, ასევე მყისიერი კომუნიკაცია შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. მიუხედავად მშობლის თანხმობისა, სახალხო დამცველი თავს იკავებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათ შორის ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ჩართულია განათლების მიღების პროცესში და მისი ძირითადი სამედიცინო და სოციალური საჭიროებები უზრუნველყოფილია.

აღსანიშნავია, რომ ფრაგმენტული ჩანაწერის და ფოტო სურათების გავრცელებამ, რომელიც იძლეოდა ბავშვის იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა არ მოიცავდა დაზუსტებულ ინფორმაციას, უარყოფითი გავლენა იქონია ბავშვის და მისი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, მსგავსი ინფორმაციის გავრცელების დროს უზრუნველყონ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა, მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის სახალხო დამცველს. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერია: 1481

ამასთან, სახალხო დამცველმა ვიდეო მასალის გავრცელებისთანავე დაიწყო საქმის შესწავლა, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გადამოწმების მიზნით მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს სათანადო რეკომენდაციას" - აღნიშნულია ომბუდსმდენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42