„პარლამენტს არ ჰყავს ხელმძღვანელობა, ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ამიტომ ვერანაირად ვერ იქნებიან ჩვენი უფროსები. მეორე, მათ თქვეს რომ ვიღაცეებმა დაარღვიეს დისციპლინა და იქნება სანქციები. ეს ჩვენ არ გაგვიცხადებია, განაცხადეს მათ. ამიტომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ისინი თვლიან, რომ ვიღაცა არღვევს წესრიგს და ვიღაცის მიმართ იქნება რაღაც სანქციები გათვალისწინებული, თუ ეს პირობა იქნება მე პირდაპირ გაძლევთ პირობას რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. ამ ადამიანების თავზე გასულობამგამაკეთებინა ეს განცხადება და აწი ამ განცხადებას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი იქნებიან კოლექტიური ზარდიაშვილები,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის მმართველი პარტიის დაპირისპირებული ჯგუფები ურთიერთობას ხვალ საღამოს 07:00 საათზე გაარკვევენ, უმრავლესობა სწორედ ხვალ გეგმავს შეკრებას.
მასალის გამოყენების პირობები






