სახელმწიფო უსაფღტხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უწყების ანგარიშს წარადგენს. გომელაურმა განაცხადა, რომ სუს-მა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა. მან ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ტერორიზმი დაასახელა.
„სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






