“ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის“ - რომეო მიქაუტაძე
პოლიტიკა - 14:27, 18 Apr, 2018     1328
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფს ხვდება, რომელთაც კითხვები აქვთ "მესტიაჭალაჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მათ მიერვე მოწვეულ დარგის სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ. შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე მონაწილეები დეტალურად ისაუბრებენ ჰესის გარემოზე ზემოქმედების, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით.

„ ჰესების ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში იგეგმება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ ავუხსნით ამას მოსახლეობას, დეტალურად ვისაუბრებთ იმაზეც, რომ აღნიშნული ჰესები არ არის რაიმე საფრთხის შემცველი გარემოსთვის და ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, რომ მოქალაქეებს არ დარჩეთ პასუხგაუცემელი კითხვები. „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობა უკვე დაწყებულია, გავლილია ყველა საჭირო იურიდიული და ტექნიკური პროცედურა წესების სრული დაცვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და მთავრობა მუდმივად მზად არის ამ საკითხზე კომუნიკაციისთვის.

„მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მესტიელებთან, პირადად არაერთხელ ვიყავი ჩასული მესტიაში და შევხვდი მოსახლეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი“ მშენებლობის ეტაპზე და კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსნი ამას მესტიელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რაციონალურად შეხედავენ ამ ინფორმაციას“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

„მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 1,5 მლნ ლარი შევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42