„ჩვენ ვხედავთ, რომ ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელშიც მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა მონაწილეობს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ახორციელებს თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების საკუთარ უფლებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ერევანსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციებს.
შთაგონებული ვართ იმ პატივისცემის და პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც დემონსტრანტების და პოლიციის უმრავლესობის ურთიერთობაშია. თუმცა შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომელიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდულ შეტაკებებთან დაკავშირებით ვრცელდება, სადაც ადამიანები დაზარალდნენ. მოვუწოდებთ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ დაძაბულობა და ძალადობრივი ქმედებები“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებაში.
მასალის გამოყენების პირობები






