ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 14:10, 18 Apr, 2018     741

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია ეწვია. ევროსაბჭოს წარმომადგენლები - მიხაილ ანგელოპულოსი (საბერძნეთიდან) და სტიუარტ დიქსონი (დიდი ბრიტანეთიდან), ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი ნიკოლაოს კომნინოს ხლეპასი გენერალური აუდიტორის მოადგილეს ეკა ღაზაძეს, აუდიტის დეპარტამენტის უფროსს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახა კირტავას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსს გიორგი მამრიკიშვილს შეხვდნენ.

ევროსაბჭოს დელეგაციის მიზანია მოამზადოს ანგარიში ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების განხორციელება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო მიმართულებებზე აუდიტის დასკვნები გააცნეს, ასევე წარუდგინეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის ანგარიშები და რეკომენდაციები. მიღებული ინფორმაცია ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციას დაეხმარება მიიღოს მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმაცია მათთვის აქტუალურ თემებზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დასრულების შემდგომ ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშსა და რეკომენდაციათა პაკეტს მოამზადებს, რომელსაც ევროსაბჭოს კონგრესი მორიგ სესიაზე დაამტკიცებს. საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას 2004 წელს შეუერთდა. ბოლო ანგარიში ევროსაბჭოს მომხსენებლებმა ქარტიის პირობების შესრულების შესახებ 2013 წელს მოამზადეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42