როგორც "ნიუპოსტს" რურუამ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას სურდა, მოსახლეობა ღია და აგრესიული რუსული პროპაგანდისთვის გაეწირა.
ოპოზიციონერის შეფასებით, რუსეთის სამთავრობო უწყებასთან დაკავშირებული ჰოლდინგის საქართველოს ბაზარზე მაუწყებლობა რუსული პროპაგანდის პირდაპირი საფრთხეა.
"ლიცენზია, რომელიც 2017 წელს НТВ-Плюс-ს მისცეს, თავიდანვე უკანონოდ იყო გაცემული და ცხადია უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ რომ არა რამდენიმე ტელესიუჟეტი და რაც მთავარია, ოპოზიციის პროტესტი, ქართულ ბაზარზე НТВ შემოვიდოდა და ამას პოსტფაქტუმ გავიგებდით.
НТВ-ს შემოსვლა კი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას იმეტებს ყველაზე უფრო ღია და აგრესიული რუსული პროპაგანდისთვის. ამის დაშვება, ცხადია, არ შეიძლება, რადგან რუსულ პროპაგანდას მთელი მსოფლიო დღეს აფასებს, როგორც ძალიან სერიოზულ საფრთხეს და მით უმეტეს, ჩვენთვის არის ეს საფრთხე, რადგან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მიმდინარეობს.
ამიტომ ვთვლიდით, რომ ყოვლად დაუშვებელი იყო ეს საინფორმაციო - ომის იარაღი, მედიის საფარქვეშ შემოგვეშვა, ამიტომაც გავაპროტესტეთ ყველა დონეზე და რამდენადაც ცნობილია ჩვენთვის, მარეგულირებელი ამ ლიცენზიას აუქმებს"- განუცხადა "ნიუპოსტს" ნიკა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






