"პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიაში ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - „ქართული ოცნებასთან“ და „ევროპული საქართველოსთან“ ერთად ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები"
პოლიტიკა - 13:18, 18 Apr, 2018     882
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიაში ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები.

"სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან - „ქართული ოცნებასთან" და „ევროპული საქართველოსთან" ერთად.

იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის მოწოდების შესაბამისად, მაქსიმალურად ყველა ჩართულიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის მისამართით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა მათ დასაცავად და დაიწყეს გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე.

"მე როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, არც პროკურატურისგან არ მიგვიღია არანაირი სტატისტიკა, რომელის შესახებაც გუშინ საუბრობდნენ.

სინამდვილეში, ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ, ასე ვთქვათ, რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ როგორღაც ეს სტატისტიკა ლეგალურად გაასაღონ.

ფაქტიურად მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა ნიშნავს, იმას რომ, თუ საჭიროა რაიმეს პრევენცია, უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება. ჯობია, სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ასეთი ტრაგიკული ფაქტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42