„სუსის ანგარიში ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია ხელისუფლების არასაკმარისი და არასათანადო რეაგირების, იმ მწვავე გამოწვევებზე რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ერთის მხრივ საუბარია რუსეთის სერიოზულ მცდელობაზე, რომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა არაა საუბარი, რომელ ორგანიზაციებს ეხება ეს და აიკრძალა თუ არა რომელიმე მათგანის საქმიანობა და საერთოდ რას აკეთებს სახელმწიფო რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება ჩატაევის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, როგორც ჩანს ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არიან ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირები. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ წვრილმან კორუფციაზე, როდესაც საზოგადოება კარგად ხედავს რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და თავად ბატონი ივანიშვილი სერიოზულ გავლენას ახდენენ.“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






