თბილისის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობა უცხოელ ინვესტორზე უნდა გასხვისდეს.
მისი განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაღის შენობა ავარიული და საშიშია.
"ჩვენი ხელისუფლების დროს დაუშვებელია. თუ რაიმეს გასხვისება გვინდა, ამას ღიად ვიტყვით, არაფერი გვაქვს მოსახლეობასთან დასამალი. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ბაღების შემოწმება. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ეს კონკრეტული ბაღი ავარიული და საშიშია. შესაბამისად, მე როგორც დედაქალაქის მერი, ნამდვილად ვერ ავიღებ იპასუხისმგებლობას, რომ ამ ბაღში გაგრძელდეს სწავლა. მე მგონი, ეს მშობლებმაც კარგად უნდა გაიაზრონ. რომელ ბაღშიც სწავლა დროებით შეჩერებულია, წლის ბოლოსთვის ყველანაირი სამუშაოები იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ისანში მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის დახურვას მშობლების პროტესტი მოჰყვა. მათ დილიდან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გზა გადაკეტეს.
მასალის გამოყენების პირობები






