109-ე ბაღში მასწავლებლებმა აღსაზრდელები ჯგუფებში თვითნებურად შეიყვანეს - რას აცხადებს ბაღის დირექტორი
პოლიტიკა - 11:04, 18 Apr, 2018     2032
109-ე ბაღის დირექტორის თამარ სირბილაძის თქმით, მას დედაქალაქის მთავრობისგან მიღებული აქვს გარანტიები, რომ საბავშვო ბაღის ტერიტორია არ გაიყიდება და იქ ისევ ბაღი აშენდება. ბაღის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ექსპერტიზის დასკვნის შესახებ დიდი ხანია იცოდა და ეს ამბავი მშობლებს და ბაღის პერსონალს დაუმალა. მისი თქმით, იმის შესახებ, რომ ბაღი ავარიულია და უნდა დაიხუროს ინფორმაცია მასაც ცოტა ხნის წინ მიაწოდეს.

„მომიტანეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია რომ არის საშიში და საჭიორებს დამატებით გამოკვლევებს. დროებით გადავნაწილდებით სხვადასხვა ბაღებში. მე მაქვს გარანტიები და ვიცი, რომ ბაღი რჩება.“- განაცხადა თამარ სირბილაძემ. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ მშობლები და აღმზრდელები, მისი თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ, მედიისგან გაიგო.

მასწავლებლების ნაწილმა აღსაზრდელები ჯგუფებში თვითნებურად შეიყვანა და აღმზრდელობითი პროცესი განაახლეს. თამარ სირბილაძის თქმით, ბაღი დახურულია და სასწავლო პროცესი ოფიციალურადაა შეჩერებული, ამიტომ მას მოუწევს, რომ მასწავლებლებს დაელაპარაკოს , რათა ეს თვითნებური პროცესი შეწყვიტონ.

ბაღის აღმზრდელები, რომლებმაც ბავშვები ჯგუფებში თვითნებურად შეიყვანეს, კითხვაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვების უსაფრთხოებაზე, აცხადებენ რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა, ეს გადაწყვეტილება ერთდროულად მიიღეს.

მშობლების ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები დღეს ბაღში მისვლას და ინვენტარის წაღებას გეგმავენ.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტი ოფიციალური ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დღეიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება და შენობას გამაგრება სჭირდება.

დირექციის ინფორმაციით, N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42