"კალაძეს ალბათ სძინავს"- 109-ე ბაღთან საპროტესტო აქცია გრძელდება, მშობლები დირექტორის გადადგომას და ბაღის შენარჩუნებას ითხოვენ
პოლიტიკა - 10:44, 18 Apr, 2018     2061
109-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ, მათ გზის გადაკეტვის მცდლობაც ქონდათ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბავშვო ბაღთან საპროტესტო აქციის მონაწილე ერთერთი მშობელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა.

რამდენიმე მშობელმა ბაღის შენობაში შესვლაც შეძლო, მათი თქმით ბაღის შენობის დათვალიერებით შესაძლებელია იმის ნახვა, რომ ნაგებობა ავარიული არაა და მისი დანგრევა სხვა მიზნით ხდება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე სასტუმროს აშენებას უცხოელი ინვესტორი გეგმავს.

ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან ერთად, აქციაში საბავშვო ბაღის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ისინი ბაღის დირექტორის თამარ სირბილაძის გადადგომას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთი პედაგოგის თანაშემწე „ნიუპოსტთან“ აცხადებს, მერიის გადაწყვეტილების შესახებ დირექტორისთვის ცნობილი იყო, თუმცა მან ეს პერსონალს არ შეატყობინა. საბავშვო ბაღში დასაქმებული პირები შიშობენ, რომ ბაღის შენობის დანგრევის შემდეგ ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.

საპროტესტო აქციაზე მისულია, საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილიც, მას აქვს ეჭვი რომ მერია მიზანმიმართულად ანგრევს ბაღს.

„ხედავთ გამწვანებულ ტერიტორიას, ხედავთ ეზოს, გვერდით მშენებლობას. დიდი ალბათობით, კონკრეტული ბიზნესინტერესებია მაღალი თანამდებობის პირების, რომელებიც ამ შენობის დანგრევით თავად იხეირებენ.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ის ითხოვს, რომ ადგილზე მოვიდეს მერიის წარმომადგენელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, დედაქალაქის ხელისუფლების განცხადება, რომ აღსაზრდელები სხვადასხვა ბაღში გადანაწილდებიან პრობლემას ვერ მოაგვარებს:

„დირექტორი მშობლებს არ დაგვიდგა, ეს ბაღი თუ გამოვგლიჯეთ მერიას ხელიდან მას აქ არ გავაჩერებ, კალაძეს მხოლოდ, ფეხბურთის თამაში უნდა, სად იყო დილით, როცა გვარბევდნენ. ჩვენ გზის ფული არ გვაქვს კალაძეს კი ალბათ სძინავს“- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42