პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს ადამიანები სამომავლოდ რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ - მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე
პოლიტიკა - 10:00, 18 Apr, 2018     1075

ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედში, გადაცემა „პირისპირ“ აბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ:

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. ბოლო პერიოდში ისმის კითხვა, ამ კონკრეტულ ფაქტზე - რამდენად ეფექტიანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. როდესაც მსხვერპლმა და მისმა დედამ პოლიციას მომართეს, ამ პირის შეწყალების შემდეგ პოლიციაში არც ერთი შეტყობინება არ შემოსულა. პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შესაძლოა ეს ადამიანები რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლები გამხდარიყვნენ. როგორც კი ამ ადამიანებმა პოლიციას მომართეს, პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

ეს იყო მას შემდეგ პირველი შემთხვევა, რაც ამ ადამიანმა სასჯელი მოიხადა და შეწყალებით ვადაზე ადრე გამოვიდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაზარალებულებმა პოლიციას მომართეს. პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და აღსანიშნავია, რომ მათ ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ის განცხადება, რომელიც მათ პოლიციაში შემოიტანეს იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს. ჩვენ რომ გვქონოდა სხვა საფუძველი რა თქმა უნდა გამოძიებას დავიწყებდით. მათ განცხადებაში, რომ ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები რა თქმა უნდა დავაკავებდით და ამას წინ ვერაფერი აღუდგებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულს არ ვმალავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში 800 პირზე მეტია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული. შეტყობინებაში რომ ყოფილიყო სათანადო საფუძველი გამოძიების დაწყების და მოძალადის დაკავების რა თქმა უნდა ამას შს სამინისტრო გააკეთებდა, ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ აქ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით რომ სამინისტრომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინა.”- განაცხადა მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42