ოჯახში ძალადობის მიმართულებით შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
პოლიტიკა - 09:49, 18 Apr, 2018     820
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ოჯახში ძალადობის მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა:

„ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით არაერთხელ ვთქვით, რომ მკაცრ პოლიტიკას ვუჭერთ მხარს და ეს პრაქტიკაში რეალურად ასეა. ძირითადად ვიყენებთ იძულების უკიდურეს ღონისძიებებს, ძირითადად ამ ადამიანებს ვაკავებთ. საკმაოდ მკაცრია პროკურატურის მიდგომაც. ისინი ძირითადად აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვენ პატიმრობას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული. ოჯახში ძალადობა გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი კატეგორიის დანაშაულები, სადაც მსხვერპლები ჯერ კიდევ თავს იკავებენ პოლიციაში მოსვლისგან. ეს ჯერ კიდევ არის ისეთი დანაშაული, რომელზეც დაზარალებულები, მსხვერპლები საკმაოდ ხშირად ცვლიან ჩვენებებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეს უნდა გავაკეთოთ გააზრებულად და არა ისე, რომ მოდით დღეს რაღაცა პრობლემა გვაქვს, შემთხვევა მოხდა და საკმაოდ მძიმე შემთხვევა მოხდა და ჩვენ ამას ვაღიარებთ და მოდით ხვალ - შევიტანოთ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ა.შ. ჩვენ ამას მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და შინაარსობრივ მხარეს ვსწავლობთ და გეტყვით რას ვგულისხმობთ:

აი მაგალითად, პრაქტიკაში პრობლემაა ჩვენებების შეცვლა, იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, მსხვერპლებს უფლება აქვთ ჩვენება არ მისცენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ და ისინი ამ უფლებას საკმაოდ აქტიურად იყენებენ. ზოგჯერ ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებულის ოჯახის წევრების და სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატების მხრიდანაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენების არმიცემის გამო ასეთ საქმეებზე დგება გამამართლებელი განაჩენი და მოძალადე გარეთ​ აღმოჩნდება-ხოლმე. ეს პრობლემა შესწავლილი გვაქვს. ჩვენ, უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც ამ მიმართულებით უახლოეს დღებში წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას და შემდეგ დაიწყება უკვე საპარლამენტო განხილვები. ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, რომ ადამიანებმა ჩვენება აღარ შეცვალონ და ასეთ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები დადგეს იმისთვის, რომ მოძალადეები ციხიდან გარეთ არ გამოვიდნენ“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42