გმირთა მოედნის პანდუსი და იუსტიციის სახლის ხიდი მოირეცხა- კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 09:38, 18 Apr, 2018     1608
თბილისი მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, „თბილსერვისჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა. გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძემ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაც იგეგმება.

„აღნიშნული სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა დასხვა ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რგვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე, სხვლა-ფორმირების სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვისჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რადგან ფიზიკურად უწევთ მუშაობა. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები მოირეცხება. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს. რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს, ეს პროცესი პირველი მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება.

თბილისის მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს, "თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42