,,ამ ძალამ რიყეზე ძეგლი დაუდგა კრიმინალური სამყაროს რევანშს, ძეგლი დაუდგა მკვლელებს და ის ძეგლი ისევ იქ დგას. მეორე იყო პოლიტპატიმრების სია, რომელიც რეალურად სახელმწიფოებრივი ღალატის ღია დეკლარაციაა. იქ არიან რუსეთის ჯაშუშები, ისეთი ადამიანები, რომელთაც არანაირი ლოგიკით არ შეიძლება დარქმეოდათ პოლიტპატიმრები“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, მაშინ როცა უამრავი მკვლელობების საქმე გაუხსნელია და დამნაშავეები არ არიან დაპატიმრებული, ,,ამ ადამიანების მხრიდან მარგველაშვილისკენ ხელის გაშვერა არის ცინიზმის მწვერვალი“.
ბიბილაშვილმა ასეთ საქმეებს შორის ჩამოთვალა ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალების საქმე, ნაციონალური მოძრაობის წევრის მკვლელობა და დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა.
ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი იყოს პოლიტიკურად პასუხისმგებელი, მაგრამ მას არ უნდა აკრიტიკებდეს ის ძალა, რომელმაც პოლიციელების მკვლელები პოლიტპატიმრის სტატუსით და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, დროებით შეჩერდეს შეწყალების კომისიის მხრიდან ოჯახური ძალადობის ბარალდებით დაკავებული პირების საქმეების განხილვა, ზაზა ბიბილაშვილი თვლის, რომ ეს სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის.
მასალის გამოყენების პირობები






