სამუშიას განცხადებით, პრეზიდენტის მხარეს ხელების გაშვერა ხდება და უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან სახელმწიფომ ვერ მოახერხა მსხვერპლის დაცვა:
„ჩემი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის რეაქციაა, რომ ეს არის უმძიმესი სიტუაცია და ძალიან ცუდი ფაქტი, მსურს მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, საზოგადოებას. ასევე მძიმე საყურებელია ის თუ რა სიტუაციაშია „ქართული ოცნება“, რა პოლიტიკური ჟრიამული აქვთ ატეხილი ამასთან დაკავშირებით და მოახერხეს ისიც, რომ დეზინფორმაციებსაც ავრცელებენ ხშირ შემთხვევაში. მე დღეს ვხედავ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე, არ მაქვს საუბარი უმრავლესობის წევრებზე, ადეიშვილის მოადგილეზე, ზარდიაშვილზე და იმ დაჯგუფებაზე, რომლებიც წარმოიდგინეთ, მარგველაშვილს ლამის გირგვლიანის მკვლელობას აბრალებდნენ ცოტა ხნის უკან, ისინი ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერზე წავლენ, მაგრამ მსურს საზოგადოებას ვუთხრა, ბუნებრივია პრეზეიდენტმა მარგველაშვილმა გააცნობიერა და მის გამოსვლას, ვინც გუშინ ვუყურებდით, მან გაითავისა და თქვა, რომ აქ არის რაღაც შესაცვლელი. მაგრამ მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა სავარაუდო მსხვერპლმა ორი საათით ადრე, ამაზე მინიმუმ ბოდიშს ხომ უნდა იხდიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი? ვერ დაიცვეს, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დაიცვას ადამიანი და არა ის, რომ თვეების უკან მოხდა შეწყალება, ამაზე იყოს აპელირება. აქ შესაძლებელი იყო, სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველობის შემთხვევაში, გამოძიების დაწყებაც, ვინაიდან ორ საათში მოხდა მკვლელობა. ნორმალურ ქვეყანაში პირდაპირ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა მაღალი თანამდებობის პირების და ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ მიდის პრეზიდენტზე შეტევა. უნდა დაისვას კითხვა, აგებს თუ არა ოცნება ამ ყველაფერზე პასუხს? ოცნებამ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი, ვინაიდან ადამიანი ვერ დაიცვა. დღეს ქვეყანაში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მაგრამ შერცევითია რეაქციებიც ძალადობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოძალადეები დღეს არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირდაპირ მიდის ორკესტრირებული შეტევა პრეზიდენტ მარგველაშვილზე. პრეზიდენტმა თქვა რომ შესაცვლელია, მან გარკვეულწილად აღიარა და აიღო ამასთან დაკავშრებით პასუხისმგებლობა, ეს არის პასუხისმგებლობიანი თანამდებობის პირის განცხადება და არა ის, რომ როდესაც სახელმწიფო გქვია, ხელისუფალი ხარ, მოგმართავენ და ამასთან დაკავშირებით და ორ საათში კვდება, ვერ იცავ, ამაზე უნდა გვქონდეს რეაქციები და პასუხები. აქ მთავარი იცით რა არის? პრეზიდენტ მარგველაშვილს რომ არ შეეწყალებინა ეს ადამიანი, იგი დღეს იქნებოდა თუ არა გარეთ? ეს ადამიანი დღეს გარეთ იქნებოდა, წინა წელს მაინც თავისუფლდებოდა. პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს პრეზიდენტმა და უნდა იზიარებდეს ხელისუფლებაც. დავაყენოთ ეს პასუხისმგებლობა და ვაიძულოთ ხელებს ნუ იშვერენ. მთავარი პროკურატურა ჩაერთო, ეს პოლიტიკური კამპანია, ცეცხლზე ნავთს ასხავს და გვეუბნება, მარგველაშვილმა შეიწყალა და თითქოს ამის უფლება არ ჰქონდა. რომელი პროკურატურა გველაპარაკება? მოძალადეები, რომლებიც ციხის ზედამხედველები იყვნენ, რომლებიც დაწინაურებული ჰყავთ აქამდე მივედით და ვისზე საუბრობენ ესენი“, - განაცხადა სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






