„მარგველშვილზე თავდასხმები სრულიად ამორალურია ,,ოცნების“ მიერ, რომელმაც ციხიდან რუსეთის ჯაშუშები და მოძალადეები მასიურად გაუშვა“ - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 21:26, 17 Apr, 2018     851
ძალადობაში ბრალდებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ კრიტიკას ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარის კამპანია მარგველაშვილის წინაღმდეგ,

„სრული აბსურდია პრეზიდენტ მარგველაშვილზე თავდასხმები მისი შეწყალებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო, რა მძიმეც არ უნდა იყოს ეს დანაშაული და ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი. აბსურდთან ერთად, სრულიად ამორალურია ქართული ოცნების მიერ ამის ჩადენა, პარტიის, რომელმაც რუსეთის ჯაშუშები და სერიული მოძალადეები გაუშვა მასიურად, ერთერთი მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა და დღეს პარლამენტში უზის (ლევან გოგიჩაიშვილი).

შეწყალება არის ინდივიდუალური და სუბიექტური აქტი. ვყოფილვარ შეწყალების კომისიის წევრი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მწირია ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეწყალების კომისია და შემდგომში უკვე პრეზიდენტი იღებენ გადაწყვეტილებას. ეს სიმწირე იმის ბრალია, რომ პენიტენციურ სისტემაში არ არის ინსტიტუციონალიზირებული პატიმრებზე დაკვირვების და მათი ფსიქოლოგიური შესწავლის მექამიზმი. ამას დიდი შრომა და ფული სჭირდება და ქართულ სახელმწიფოს კარგა ხანი არ გვექნება ამის თავი. ამიტომაც, კომისიას ისღა რჩება, იმის მიხედვით იმსჯელოს, როგორ იქცევა პატიმარი ციხეში და რა დასკვნას მიიღებს ამის შესახებ პენიტენციური სისტემისგან და ასევე პენიტენციური ფსიქოლოგისგან.

მთავარი ის კი არ არის, ერთმა ან გინდაც ხუთმა შეწყალებულმა რა ქნეს, გადამწყვეტია, რამდენია შეწყალებულთა უკან, ციხეში შებრუნების მაჩვენებელი. ჩემი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 1%ს არ აღემატება, რაც საკმაოდ პოზიტიური ციფრია.

ეს კამპანია სრულიად პოლიტიკური შინაარსისაა მარგველაშვილის (როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ისე მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის) წინააღმდეგ და ამ ნაკადში გაურკვეველი მიტმასნებებით ფემიციდის თუ სხვა საკითხების, რაც სრულიად არარელევანტურია. ვწუხვარ, თუ მაგალითად, ქალთა უფლებების დამცველებს არ ესმით ეს არარელევანტურობა, ერთის მხრივ, და სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი რომ გახდნენ, მეორეს მხრივ.

ჩემთვის, პირიქით, პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკა ზედმეტად გაუბედავია და სრულიად უსამართლოდ არ ვრცელდება პოლიტიკური ფონის გამო ციხეში მყოფებზე, იგივესათვის, ანუ შეწყალების გამო გასამართლებულ, აჟამად დევნილობაში მყოფ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ერთდროულად ამ ხელისუფლების და საპატრიარქოს მტაცებლური დაჯგუფების პირად მძევალ დეკანოზ მამალაძეზე“ - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42