დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ განიხილება, პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ეხმაურება:
„ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის მოწმე ბატონი ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელიც არის პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი და რომლის დამკვეთიც როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პარტია „ქართული ოცნებაა“, მასში მონაწილეობას კია სახელმწიფო უწყებები იღებენ. დღეს გავრცელებული ინფორმაცია სამწუხაროდ, ნათელი მაგალითია, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული. შეწყალების კომისიამ მიმართა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ამაზეც პასუხი იყო, რომ არ იყო გასაჩივრებული. ამ ყველაფრის მერე, ბატონი ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის წესრიგზე, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






