იძულებით გადაადგილებული ქალები პროფესიულ განათლებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტით მიიღებენ
პოლიტიკა - 17:09, 17 Apr, 2018     1042
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანი აკადემიასა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერა. მემორანდუმის ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს პროექტს, რომელიც მიმართულია იძულებით გადაადგილებული ქალბატონების პროფესიული განათლების მიღების და შემდგომი დასაქმების უზრუნველსაყოფად.

"აქ ამ პროექტის ფარგლებში დევნილი ქალბატონები ეუფლებიან ისეთი ტიპის პროფესიებს, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე და შემდგომ შესაძლებელი გახდება მათი უფრო ეფექტიანად დასაქმება.

ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ბმა საგანმანათლებლო პროდუქტის მიწოდებასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს შორის. ამ შემთხვევაში, ეს პროექტი რეალობის სრულად ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მემორანდუმით, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივად განახორციელონ პროექტები: პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ინოვაციური და მოთხოვნადი სასწავლო კურსების მიწოდების, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის, ასევე, შესაბამისი განათლების მიწოდების გზით ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42