,,მე მესმის, როდესაც ზარდიაშივლი იფშვნეტს ხელეებს და ბედნიერია იმით, მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, რომ მიეცა შესაძლებლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის „ევროპულის საქართველოს“ წარმომადგენლები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს.
სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ მე ვანო ზარდიაშვილს და ოთო კახიძეს, არ შეიძლება არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის ,,ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში. საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება და წარმართვა ყოველდღიურად პრაქტიკულად.
რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე საუბარობენ. ჩვენ, არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






