"ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ" - შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
პოლიტიკა - 16:05, 17 Apr, 2018     1219

საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობენ.

"გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევა არის ასევე ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ გამოწვევაა სისხლის სამართლის საქმის მასალების ხელმისაწვდომობის საკითხი იმ პირისთვისაც, რომლის მიმართაც შეაქვთ საჩივარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

“არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ასევე პრობლემურია სამართალდამცველებისთვის გვიან მომართვის საკითხი. „მსხვერპლი მოდის ჩვენთან, გვეუბნება, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ, მაგრამ ეს განხორციელდა რამდენიმე კვირის ან თვის წინ და რა თქმა უნდა, მის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულია, ამის გარეშე კი ძალადობის მტკიცება რთულია”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42