ენმ RMG Gold-თან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - მიმართვა პარლამანტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს
პოლიტიკა - 13:34, 17 Apr, 2018     1316
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლმანეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, კახაბერ კუჭავას მიმართავს.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-მ 14 მარტს მოთხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს შეიქმნას საგამოძიები კომისია ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში კომპანია RMG Gold-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს ამავე მუხლის ა) ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.

სხვა შესაძლო დანაშეულებრივ ქმედებებთან ერთად, რომელიც უკავშირდება RMG Gold-ის საქმიანობას ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში, როგორიცაა უკანონოდ მიწის მითვისება, სამართალდამცავ ორგანოებთან უკანონო კავშირების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალის დაფარვა და დაკისრებული სანქციების თავიდან აცილება და სხვა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ასევე იკვეთებოდეს ინტერესთა კონფლიქტი და პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ამ კომპანიის ბიზნესსაქმიანობასა და თქვენ კანონშემოქმედებით საქმიანობას შორის.

3 აპრილის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე კომპანია ,,ამბრელა ენტერპრაიზის” დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქმიანობის შესახებ, თქვენ დაადასტურეთ, რომ აღნიშნული კომპანია, რომელიც ფორმალურად თქვენი ძმის მფლობელობაშია, თუმცა, რომლის ფინანსურ ბენეფიციარად დღემდე თქვენ ფიგურირებთ, RMG ჯგუფში შემავალი კომპანიების სასარგებლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე აწარმოებდა ოქროს შემდგომი მოპოვების მიზნით საძიებო სამუშაოებს. ამავე კომიტეტზე თქვენ განმარტეთ, რომ აღნიშნული საძიებო სამუშაოები შემოიფარგლებოდა გეოფიზიკითა და სინჯების მოპოვებით. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები არ შემოიფარგლებოდა იმ საძიებო მეთოდებით, რომლის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ კომიტეტის სხდომაზე და ასევე მოიცავდა ინვაზიურ და გარემოსთვის პოტენციურად სერიოზული ზიანის მქონე მეთოდებს, მათ შორის საბურღი დანადგარების შეყვანის მიზნით ტყის მასივის ჩეხვას და სხვა.

საკითხის ირგვლივ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომიდნარე, მოგმართავთ თხოვნით მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ფრაქციის მიერ მოთხოვნილი საგამოძიები კომისიის შექმნა, ხოლო მისი შექმნისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, კომიტეტის ფარგლებში შექმნათ შესაბამისი ჯგუფი, მათ შორის მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით სამოქალაქო სექტორიდან (ეგრედ წოდებული Commission of Inquiry), რათა საზოგადოებამ მიიღოს პასუხები inter alia შემდეგ კითხვებზე:

1. რა პერიოდში ატარებდა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” საძიები სამუშაოებს დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში;

2. რომელ პარტნიორ კომპანიებთან ერთად მუშაობდა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” აღნიშნული საძიებო სამუშაოების შესრულებისას;

3. რა კონკრეტულ მეთოდებს იყენებდა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” საძიებო სამუშაოების ჩატარებისას;

4. რა შესაძლო ზიანი შეიძლება მიყენებოდა გარემოს ზემოხსენებული საძიებო სამუშაოების შედეგად;

5. რა ოდენობის ფინანსური სარგებელი ნახა კომპანიამ და პირადად თქვენ საძიებო სამუშაოების განხორციელების შედეგად და რომელ კონკრეტულ პერიოდში იქნა დარიცხული აღნიშნული ფინანსური სარგებელი;

6. არის თუ არა ,,ამბრელა ენტერპრაიზი” ასევე ჩართული მოპოვების სამუშაოებში კომპანია RMG Gold-თან და RMG ჯგგუფში შემევალ კომპნიებთან ერთად.

აღნიშნულ კითხვებზე საზოგადეობისთვის სარწმუნო პასუხების მისაღებად საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც თანმიმდევრულად გამორიცხავს ეჭვებს პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშრებით. ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს მხოლოდ თქვენი კომიტეტზე გაჟღერებული არათანდმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, სადაც ჯერ უარყავით ,,ამბრელა ენტერპრაიზის” კავშირი RMG Gold-ის საქმიანობასთან, ხოლო შემდგომ დაადასტურეთ რომ თქენი კუთვნილი კომპანია აწარმოებდა საძიებო სამუშაოებს დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, შემოთავაზებულ ჯგუფის ფარგლებში გთავაზობთ გამოიკითონ თქვენი და პარტნიორი კომპანიის თანამშრომლები, საძიებო სამუშაოების უშუალო შემსრულბლები, დაბაში მცხოვრები მოსახლეობა, ლიზენციების გაცემაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და სხვა" - აღნიშნულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42