„მინდა გამოვეხმაურო ისეთ მნიშნელოვან და სენსიტიურ პრობლემას, როგორიცაა ოჯახური და კონკრეტულად ქალების მიმართ ძალადობა.
რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ყველანი მომსწრე გავხდით წარმოუდგენლად სასტიკი მკვლელობის, როდესაც 25 წლის გოგონა ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით მოკლეს. ყველასათვის ნათელია, რომ დღეს ოჯახური და ქალების მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და მათ შორის ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რადგან ჩვენი მოქალაქეები და მათ შორის ქალები იყვნენ დაცულნი. როდესაც ხდება სამართალდამცველების გამოძახება ძალადობის შემთხვევაში და იწერება შემაკავებელი ორდერი, ეს უმეტეს წილად შედეგს არ იძლევა. ის, რომ პოლიციის მუშაობა მორღვეულია, ეს უკვე ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს არა მარტო კანონის, არამედ სისტემური პრობლემა, რაც არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი.
ვფიქრობ, რომ ეს კანონი არაეფექტურია და საჭიროებს რეფორმირებას. ამიტომ აუცილებელია ხელისუფლებამ დააყენოს ინიციატივა პარლამენტში, რათა მომავალში შევძლოთ მეტი ქალი დავიცვათ მსგავსი ძალადობისა და სისასტიკისაგან“ - აცხადებს ნიტა სიხარულიძე.
მასალის გამოყენების პირობები






