მისი თქმით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს.
,,არაადექვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე ეს არის ქართული ოცნების სტილი, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადექვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც ჩვენ მას სამართლიანად ვაკრიტიკებდით. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. სიცოცხლეს გამოასალმა 25 წლის ადამიანი. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როდესაც ადამიანი უკვე დაიღუპა, როდესაც წინა შემთხვევები ვიცით მისგან გათავისუფლებულმა ნათესავებმა ხელახლა როგორ ჩაიდინეს დანაშაულები, ამ შემთხვევაში არ არის ლამაზი, რომ გამოძვრე პასუხისმგებლობისგან,’’- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






