დმანისის გადარჩენის ფონდი უახლოეს მომავალში პროკურატურას მიმართავს - სამთომოპოვებისას დარღვევები გამოვლინდა
პოლიტიკა - 11:57, 17 Apr, 2018     1061
ქვემო ქართლის რეგიონში სამთომოპოვებისას გამოვლენილი დარღვევები, დმანისის გადარჩენის ფონდის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები - დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში, კონფერენცია გაიმართა.

შეხცედრაზე, დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები დაესწრნენ, განიხილეს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ისაუბრეს RMG GOLD-ის უკანონო ქმედებებზე და ამ მიმართულებით ფონდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

როგორც დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებმა, დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადეს, მათ აქვთ კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს. ფონდის დამფუძნებლების თქმით, შესაბამისი რეაგირებისთვის, ისინი უახლოეს მმავალში საქართველოს პროკურატურას მიმართავენ.

ფონდის წარმომადგენლებმა, დღესვე განცხადება გააკეთეს, სადაც ისინი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ითხოვენ შეხვედრას. მათი თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უშუალოდ დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობით, აუქციონის გამოცხადებიდან ორ დღეში, სრულიად უკანონოდ, პირთან მოლაპარაკების გზით RMG კუპერს, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ თეთრიწყაროში, გადაეცა დამატებით ტერიტორიები. საუბარია 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ფონდის წარმომადგენლების განმარტებით, დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით საამზომველი ჯგუფს, რომელმაც აღნიშნული მონაკვეთი გაზომა, მოეთხოვა თვალი დაეხუჭა იმ უკანონო ქმედებებზე, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხდებოდა.

დმანისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენების განცხადებით, RMG GOLD-ის 97%-იანი წილის მფლობელი კომპანია, Reach Metal Group, რეგისტრირებულია ჰოლანდიაში. მატივე თქმით, ფონდის წევრებს აქვთ აქტიური კომუნიკაცია ჰოლანდიის სამართალდამცავ ორგანოებთან და უახლოეს მომავალში აპირებენ, საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინონ უცხოურ მხარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42