„ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა, ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში“ - ნათია ფანჯიკიძე
სოც.მედია - 11:49, 17 Apr, 2018     5628
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალთა მიმართ ძალადობას ეხმაურება და სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს წერს:

„ხანდახან ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ. გშურდათ კარმენის? რა გშურდათ? მისი თავისუფალი ნება, თუ ის, რომ იმდენად მომაჯადოებელი იყო, იმდენ ვნებას იწვევდა, მოკლეს. იქნებ ორივე ერთად? ხანდახან ქალები იმედგაცრუებული რჩებიან, თუ ქალს არ კლავენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებული, თუ ქალი თავს არ იკლავს. ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში. ამიტომაც არსებობენ ესესელი ქალები თუ ზონდერ-ქალები ნებისმიერ დროს და უხვად.

ყველა ქალი, რომელსაც მსხვერპლზე გადააქვს დანაშაული, მკვლელი არაა, უბრალოდ მშიშარაა. იმდენად ეშინიათ, მსხვერპლი არ გახდნენ, რომ მიზეზს ეძებენ, რომელსაც "თუ არავის მისცემენ, გადარჩებიან". თუმცა მეორე მხრივ, ყველა მხდალი პირდაპირ თუ ირიბად, მკვლელია.

არ არსებობს მიზეზი, რომელიც ვინმეს თქვენი მოკვლის უფლებას ანიჭებს. ნუ ჩხრიკავთ მიზეზებს და მოიშორეთ უმწეობა.

"ადამიანი მტაცებელი ცხოველია, დანარჩენი ყველაფერი მლიქვნელობაა" - მაქს ფრიში.

გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე მტაცებლები. ხოდა არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები. ის ყველას გვაქვს, საკმარისად ბასრი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42