„ზარდიაშვილი ქართველი ერის სირცხვილია“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 11:18, 17 Apr, 2018     3208
როგორც უმრავლესობის წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭნაძე გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში აცხადებს, „ოცნების“ ახალგაზრდა დეპუტატებმა, რომლებიც 2012 წელს არ იყვნენ, გადაკეტეს და მედიაში მხოლოდ თვითონ არიან. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ „ქართული ოცნების“ ფუნდამენტალური ხედვის მატარებლები თითქოს სწორედ ისინი არიან

„ისე გამოჰყავთ, რომ სხვები თითქოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების წევრები არიან, არც ლაპარაკი შეუძლიათ და არც აზრი აქვთ. არადა, ამ ადამიანებს მოსახლეობისთვის ის დაპირებები არ მიუციათ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ ბირთვმა მისცა. ეს ახალგაზრდები თითქოს იმ დაპირებულ ვალდებულებებს გაურბიან და ხალხს თავიანთ არსებობას ამადლიან! ხომ გაგიგიათ, ბრიყვი მიუშვი ნებასაო... მიშვებულები იყვნენ, გვეგონა, რომ რაღაც ზღვარის ნიშნული გაუჩნდებოდათ... ისე, იქ ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, ქუჩაში რომ დადის, სირცხვილია! თუნდაც, ზარდიაშვილი! ეს ქართველი ერის სირცხვილია!.. მრცხვენია, ასეთი ადამიანის გვერდზე მე არ უნდა ვიჯდე!.. ამ ადამიანებმა ქართველი ხალხის აზრს და, პირდაპირ ვიტყვი, ოცნებას დიდი ზიანი მიაყენეს! ამიტომ, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ სახეები კოლექტიური ზარდიაშვილები არ უნდა იყვნენ! დღეს პარლამენტის ბირთვს კოექტიური ზარდიაშვილები და კოლექტიური ბოკერიები არ უნდა წარმოადგენდნე. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებები საზოგადოებას აღიზიანებს და შეცდომაში შეჰყავს! ამ ადამიანმა თავისი ადგილი ვერ გაიგო! ამიტომ, უნდა ვაჩვენოთ და მივუთითოთ, თუ სად არის მისი ადგილი!

ძალიან კარგი ფილმია „იღბლიანი ჯელტმენები“, სადაც ერთ-ერთ გმირს თავის ადგილს უთითებენ! თუ ვინმეს დააინტერესებს, შეუძლია, ეს ფილმი ნახოს!

კოლექტიური ზარდიაშვილები სიით მოსულები არიან. ჩვენ კი მაჟორიტარები, ანუ ის ადამიანები ვართ, რომლებსაც ხალხთან გასვლა, თვალებში ჩახედვა და დაპირების მიცემა არ გვერიდებოდა. ახლაც ვცდილობთ, ამ დაპირებებს გავყვეთ. სხვათა შორის, თავის დროზე ზარდიაშვილის მაჟორიტარად დაყენებას ცდილობდნენ _ უნდოდათ, ისნის ვქედა ზონაში, სადაც დღეს მაჟორიტარი ბექა ნაცვლიშვილია, კენჭი ეყარა. არადა, 2012 წელს, იქაურ ამომრჩევლებს, რომლებიც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ, ჯოხითა და თოფით დასდევდა!

გამოვიდა, რომ ხალხი მოვატყუეთ, მხოლოდ სააკაშვილი გავაგდეთ, სხვებმა კი სახელები გადაირქვეს _ ზოგმა „ევროპული საქართველო“ დაირქვა, ზოგმა _ „ქართული ოცნება“ და ახლიდან ცდილობენ, ბირთვი შეკრან! კოლექტიური ზარდიაშვილები და კოლექტიური მურუსიძეები _ ეს იქნება მომავალი ხელისუფლების ახალი სახე, რასაც ესენი ძერწავენ? არ გამოვა! ჩემი პერსონიდან გამომდინარე უსამართლობს ვერ ვეგუები და სწორედ ამის გამო მივბრუნდი პოლიტიკაში, თორემ იქ დაბრუნების სურვილი არ მქონდა!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

წყარო: „ქრონიკა+“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42