ჯგუფის სოლისტი, საკის ტოლისი წერს, რომ თბილისში 12 აპრილს, დილით ადრე ჩამოვიდნენ. როგორც ის აცხადებს, დოკუმენტების შემოწმების შემდეგ ის და მისი ძმა პოლიციამ გააჩერა, წაართვეს პასპორტები, ტელეფონი და საკანში მოათავსეს. საკის მტკიცებით, სამრთალდამცვებმა ისინი ყოველგვარი განმარტების გარეშე დააკავეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. მხოლოდ ადვოკატმა მოგვიანებით უთხრა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ისინი არასასურველ ადამიანთა სიაში იყვნე შეყვანილი, როგორც ,,სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები“. საკის ინფორმაციით, იურისტების და მათი აქტივისტების ჩარევით გაათავისუფლეს. Rotting Christ მადლობა უხდის მათ ქართველ გულშემატკივრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მუსიკოსების ცოტა ხნით შეყოვნება მხოლოდ საბუთების შემოწმებასთან იყო დაკავშირებლი და მათ სხვა დამატებითი პრობლემები არ შექმნიათ.

მასალის გამოყენების პირობები






