ფოფხაძე-ზარდიაშვილის გადანაცვლება კომიტეტებში - რას ამბობენ მმართველ გუნდში
პოლიტიკა - 18:49, 16 Apr, 2018     1667
არსებული ინფორმაციით გედევან ფოფხაძემ შესაძლოა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს. ვანო ზარდიაშვილი კი, რომელიც ეკა ბესელიას მოადგილეა, მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩაანაცვლებს.

ეკა ბესელიამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა თუმცა აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძესთან ერთად მუშაობაზე უარს არ იტყოდა, რადგან მასთან თანამშრომლობის კუთხით პრობლემები არასდროს ჰქონია.

„გედევანთან ერთად მე 4 წელი ვიმუშავე წინა პარლამენტში. იმ კომიტეტში, რომელსაც ჰქონდა იმ პერიოდში ძალიან დიდი სამუშაო და ამ სამუშაოში გედევანი ძალიან დიდ როლს ასრულებდა და ვიმუშავეთ ისე, რომ არასოდეს ჩვენ პრობლემა არ გვქონია თანამშრომლობის კუთხით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსალოდნელ გადანაცვლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს სოფო კილაძე.

„ჩემთვის არავითარი მსგავსი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ჯერჯერობით ჩემთვის არ არის ცნობილი რომ მსგავსი საკითხი საერთოდ განიხილება გუნდში,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

გედევან ფოფხაძის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ჩანაცვლებაზე ინფორმაციას უარყოფს ვანო ზარდიაშვილიც.

„ჩემი თანდასწრებით ეს საკითხი განხილული არ ყოფილა შესაბამისად მე მომავლის თეორიებზე ვერ ვაგებ ჩემს პასუხს. იურიდიულ კომიტეტში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს, ძალიან საქმიანი რეჟიმია. ვმუშაობთ ძალიან ეფექტურად. იურიდიული კომიტეტი არის პარლამენტის გული. ყველაზე აქტიური საკანონმდებლო პროცესები იურიდიულ კომიტეტში მიდის. შესაბამისად აქ რაიმე პროცესების განვითარებას გამოვრიცხავ,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42