სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო შენს პოლიტიკურ თამაშში, საერთოდ სცდება ღირებულებით განცდას ადამიანში - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:17, 16 Apr, 2018     2472
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია.


"მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ „დაგვიანონსო“ მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, ეს სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში. ის,

რაც მოხდა გეგონოს სიურპრიზი და რამაც ასე შეგვძრა ყველანი.

ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მე შინაარსობრივ კომენტარს, როდესაც პოლიტიკური კომენტარი, სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება და რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო.

ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მხრიდან თავის დროზე ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ "პრეზიდენტმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა".

„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული . შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ ,რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

თავის მხრივ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ

“თხოვნას შეწყალებაზე ერთვოდა ოჯახის სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42