პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემის პროცესს დროებით წყევტს:
„მაშინ კომისიამ მე მომართთა სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე, ეს დღეები ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე და კომისიაც ძალადობის შემთხვევებს განიხილავს. აქედან გამომდინარე,ე ს ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი, რომც არ გამენახევრებინა, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომა სეთ დანაშაულში ბრალდებული ადამაინის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემის პროცესს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






