"ულამაზესი ყელი გამოღადრა და სისხლით გაბერილმა მძორმა შვებით ამოისუნთქა. თაკოს ქმარი საბერძნეთშია, ოჯახში არ იციან შეძლებს თუ არ ჩამოსვლას..."
სოც.მედია - 14:04, 16 Apr, 2018     19474
ჟურნალისტი ია გულიაშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს.

"25-ის ათვლა ვერ მოასწრო გოგომ, სექტემბერი უმისოდ მოვა. ვერც სიცოცხლე მოიბეზრა, მისი სიყვარული არ აცალეს. მალე მიწის გულში გადაინაცვლებს - განაჩენი ასეთი გამოუტანა არაკაცმა!

ულამაზესია. ბიჭი შეუყვარდა. მასაც, გაგიჟებით. ჯერ ერთი ვაჟი გაჩნდა, მერე მეორე, სიყვარულის ნაყოფად. აღზრდის ტვირთი მარტოს დააწვა. ბიჭი საბერძნეთშია. ოჯახში ელიან, არ იციან, შეძლებს თუ არა ძვირფასს საბოლოოდ დაუკოცნოს გაყინული მკლავები.

ქალად იქცა თუ არა, ღირებულებები დათვალა. სწავლა მოისურვა, ძალები მოსინჯა. ბიზნესმა გაიტაცა. ოჯახმა ვალი აიღო, ორი თვის გადასახადიღა დარჩა...

დედამ და მამამ გზები გაიყვეს. მამას უკვე შვილებიც ყავს. დედა სხვა კაცზე გათხოვდა, მაგრამ მოძალადე მალე მიატოვა. გოგომ დედის დაცვა სცადა. მას არჩევანიც დაუწუნა. შურისძიების ობიექტად სწორედ თვითონ იქცა.

უთვალთვალა, ულამაზესი ყელი გამოღადრა და სისხლით გაბერილმა მძორმა შვებით ამოისუნთქა. დასჯილი დედა შვილს გლოვობს. სიყვარულის ორი ნაყოფი, პატრონს ეძებს და მის უკან დაბრუნებას ელის. არ იციან, რომ თვალებში ჩამდგარმა მტაცებელმა გოგოს თავი სამუდამოდ წაართვათ.

ბოლო გასავლელი გზა ზეგ უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ზეგის ზეგ გადაწყდა. რა ქნან, უჭირს ოჯახს.

გოგო დედისეულ სოფელს ორი დღის წინ დაუბრუნეს. იქ, სადაც ცა სამუდამოდ ჩამოწვა...." - წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42