„შეეშვით, თავს თვითონ წაიმტვრევს“ - რა შეხვედრა შედგა ივანიშვილთან და რას ფიქრობს ექსპრემიერი კობახიძეზე
პოლიტიკა - 13:27, 15 Apr, 2018     15708
მმართველი პარტიის გარშემო, ბოლო დღეების მოვლენებს თუ გადავხედავთ და შესაბამის ანალიზს გავაკეთებთ, შეგვიძლია, უშეცდომოდ ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ან, სულაც, „ოცნების“ ზოგიერთი წევრის მატარებელი მალე ჩაივლის. ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნების“ შემქნელის მრავლისმეტყველი დუმილიც იძლევა. ზოგადად, ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც პოლიტიკას განერიდა, საჯარო განცხადებებს თითქმის აღარ აკეთებს და უმეტესად რომელიმე სახელოვანი ადამიანის გასვენება-პანაშვიდზე ჩნდება ხოლმე, თუმცა ბოლო დროს მილიარდერმა ეს ტრადიციაც დაარღვია. ყოველ შემთხვევაში, „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, რომ რამდენიმე ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე ივანიშვილი გვიან, ანუ იმ დროს მივიდა, როცა ხალხი შეთხელებული იყო და დიდი ალბათობით, იქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ დახვდებოდნენ.

ისეთი პირი უჩანს, რომ ყოფილ პრემიერს მისვლა მალე შესაძლოა „ოცნების“ სატირალშიც მოუწიოს. მმართველ გუნდს კი სატირლად საქმე ნამდვილად აქვს.

ახლა, მთავარი ის არის, რა პოზიციას დაიჭერს და ვის მხარეს დადგება ივანიშვილი - კობახიძის თუ მისი მოწინააღმდეგეების.

ზოგადად, ივანიშვილი, როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, „ოცნების“ წევრების უმეტესობას არ ეკონტაქტება. ამ მხრივ პრივილეგირებული არც პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე დიდი ხანია, რაც კობახიძეს ივანიშვილი თვალითაც არ უნახავს. როგორც ჩვენ გვიყვებიან, ივანიშვილი იმ დეპუტატებს, ვისთანაც საქმე აქვს, თავად უკავშირდება და აუდიენციაზე იწვევს. ერთ-ერთი ასეთი აუდიენცია რამდენიმე დღის წინ გამართულა. ,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, შეხვედრას სულ რამდენიმე კანონმდებელი დასწრებია და ივანიშვილს „ოცნებაში“ დატრიალებული ორომტრიალის შესახებ მათგან დეტაები მოუსმენია. მერე კი უთქვამს, კობახიძეს შეეშვით, ეგ თავს თვითონვე წაიმტვრევსო. რა იგულისმება, თავის წამტვრევაში, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდომარეზე გული მართლა აქვს აცრუებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძის სამთავრობო კარიერა დიდხანს აღარ გასტანს, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობას კი შეინარჩუნებს, მაგრამ უკანა პლანზე გადააჩოჩებენ, რაც იმაში გამოიხატება ალბათ, რომ საჯარო განცხადებების გაკეთება შეეზღუდება და იგივე მედიასთან მარტო ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დროს, ასევე, ტექნიკურ საკითხებზე კომენტარებისას გამოჩნდეს.

მოვლენების ამ სცენარით განვითარებას თავად სამთავრობო გუნდში არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მაქსიმუმ, ორ კვირაში დიდი ძვრები დაიწყება, თუმცა ვის შეეხება ან რა სახის იქნება ეს ძვრები, არ აკონკრეტებენ.

ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მომავალ კვირაში უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართება, სადაც პარტიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება სანქციებს, რომელიც შესაძლოა, ამბოხებულებს შეეხოთ, ამ თემაზე სამთავრობო გუნდში ღიმილით საუბრობენ და ამბობენ, რომ კობახიძის მიერ დაწერილი „შიდაგანაწესი“ „კომკავშირული სულის ყივილია“ და მეტი არაფერი.

პარტიულ დისციპლინაში ცუდი არაფერია, მაგრამ დისციპლინა იმან უნდა დაამყაროს, ვისაც ამის ბერკეტი აქვს. კობახიძეს კი საამისოდ ბერკეტები არ აქვს, რადგან ის პრალამენტის თავმჯდომარეა. პარტიას პრემიერი კვირკაშვილი ხელმძღვანელობს და შესაბამისად, თუ პარტიულ დისციპლინაზე მიდგება საქმე, ეს სადავეებიც ხელში სწორედ „კვირკამ“ უნდა აიღოს. კობახიძის დაწერილ წესებს კი პრემიერი არ მიიღებს, რადგან უკვე ნათელია, რომ მათ შორის დაპირისპირებაა, რომელიც თანდათან კულმინაციას აღწევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42