აშშ მიესალმება საქართველოს სამშვიდო ინიციატივებს, მოუწოდებს რუსეთს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია
პოლიტიკა - 14:52, 14 Apr, 2018     3243
12 აპრილს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვაჭრობის, განათლებისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გზით.

აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ცხედრის გადაცემის პროცესის გაჭიანურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაუყოვნებლივ აუცილებლობას, ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

აშშ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ერთგული რჩება და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფორმატი შეძლებს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისევე, როგორც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფას.

ამავე დროს აშშ-ის წარმომადგენელმა გამოთქვა წუხილი, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს ბოლო რაუნდზე კვლავ არ მიეცათ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვის საშუალება, რუსეთის მიერ მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომის დატოვების გამო.

აშშ-მა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური კორპუსისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ფართო წვდომის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს წვდომის და საქართველოში ეუთოს მისიის მნიშვნელობა, რითაც ეუთო შეძლებს საქართველოს მშვიდობის მშენებლობის ფართო ძალისხმევისთვის ხელშეწყობას.

„თითქმის 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ცდილობს შექმნას ალტერნატიული რეალობა. მაშინ, როცა საქართველო ეძებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის შესაძლებლობას, რუსეთი მიმართავს ორ ფიქტიურ „ქვეყანასთან“ ურთიერთობის ხრიკს, რათა განახორციელოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლი და ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ეუთოს მუდმივი საბჭოსა და სხვა ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და გამოვააშკარაოთ რუსეთის მცდელობები, დაამახინჯოს სიმართლე და შეცვალოს ისტორია. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, — ნათქვამია აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.

2018 წლის 11-12 აპრილს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, ვიზიტი ვენაში. იტალიის თავმჯდომარეობის მოწვევით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს, რომლის დროსაც მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა. ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა შეხვდა ასევე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს, კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორს, მარსელ პეშკოს, ეუთო-ში მოქმედი საქართველოს მეგობართა არაფორმალურ ჯგუფსა და ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42