48 საათით დაკავება შემაკავებელი ორდერის ნაცვლად - „ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 14:33, 14 Apr, 2018     1660
„ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროპული საქართველო მზადაა პარლამენტში ძალიან სწრაფ დროში შეიტანოს ინიციატივა, რათა შესაძლებელი გახდეს მეტი ქალი დაცვა სისასტიკისგან.

,,გუშინ თბილისში ჩვენ წარმოუდგენელი სისასტიკის მოწმე გავხდით. 25 წლის ქალი, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლეს. სამწუხაროდ, ქალებზე ძალადობა არის სენი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით, რამაც შეიძლება შეამციროს ეს საფრთხე, დაიცვას მეტი ქალი. იმ შემთხვევაში როცა ქალი იძახებს პოლიციას და პოლიციელი ხედავს შემაკავებელი ორდერის გამოწერის აუცილებლობას, ანუ ძალადობასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ერთი ფურცლის გამოწერის მაგივრად მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ. ამ დროში შესაძლებელია მსხვერპლის ოჯახიდან რეალური განრიდება. საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ პოლიციის გამოძახებიდან 48 საათი ყველაზე საშიში დროა ძალადობის განმეორებისთვის ან უარესი დანაშაულის ჩადენისთვის. ამ დროის შემდეგ ჩაერევა სასამართლო და ყველაფერი წავა იმ წესის მიხედვით, რაც ჩვენს ქვეყანაშია დადგენილი. ჩვენ ეს ინიციატივა განვიხილეთ უკვე რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ მსხვერპლებთან და არასამათავრობო ორგანიზაციებთან და მხარდაჭერა მოიპოვა მათგან. ვფიქრობთ, რომ დღეს აღარ არის გადადების დრო, მზად ვართ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის.’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42