„მოვა დრო, „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში და თქვენი უსიცოცხლო პარტია ცარიელა რეგისტრაცია დარჩება“ - ლევან ჩხეიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 13:13, 14 Apr, 2018     3241
პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ლევან ჩხეიძე და მას უპასუხისმგებლობას და არაკორექტურლს უწოდებს.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აბსოლიტურად არაკორექტულ და უპასუხისმგებლო განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, ჯოჯუას პარტიას ქვია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და ამ ხალხმა 3 წლიანი სასამართლო დავების და ურთულესი პოლიტიკური კრიზისის პერიოდის გამოვლის შემდეგ დაიმსახურა, რომ მათ არ უწოდონ ვინმეს პარტია, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან რომელიც ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის ჯიბის პარტიაა. რაც შეეხება ე.წ. ასათიანის პარტიას, ეს არის ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი'' რომელიც დაფუძნდა ბერლინში 1942 წელს და რომლის ლიდერიც საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარეა, რომელსაც დამოუკიდებლობის აქტზე აქვს ხელი მოწერილი და მინიმუმ კოლეგიალობის გამო ცოტა კორექტულად უნდა მოიხსენიოთ. რაც შეეხება ედპ-ს ეს არის უძველესი ქართული პარტია რომელის წევრიც ერთ დროს მამათქვენიც ბრძანდებოდა. და შეგახსენებთ თუ არ გახსოვთ მეც და თქვენ ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატები ვიყავით. როცა ამ პარტიების წევრთა რაოდენობაზე ლაპარკობთ, იფიქრეთ საკუთარი წევრების რაოდენობაზე, ხელისუფლებაში რომ არ იყოთ რამდენი წევრი გეყოლებოდათ და თქვენთვითონ თუ იქნებოდით მაგ პარტიის წევრი საერთოდ? მოვა დრო, რომ ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში და თქვენი უსიცოცხლო პარტია ცარიელა რეგისტრაცია დარჩება იუსტიციის სამინისტროში როგორც მოქალაქეთა კავშირი, ქრისტიან-დემოკრატია კი საქართველო მომავალია!" - აცხადებს ლევან ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42