„NTV Plus-ის განცხადებას ქართულ მედიაში ინტერპრეტაცია მიეცა“ - ბექაურის თქმით რუსული არხები ქართულ ბაზარზე სიახლე არ არის
პოლიტიკა - 01:10, 14 Apr, 2018     1141
დაიხატა რეალობა, თითქოს, NTV Plus რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული არხებით ახლა, პირველად შემოდის, მაგრამ ეს ასე არ არის და NTV Plus-ის განცხადების შემდეგ ამას ქართულ მედიაში როგორი ინტერპრეტაციაც მიეცა, რეალობის არარეალობად წარმოდგენა, დამახინჯება იყო, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„NTV Plus ისე, როგორც არის წარმოდგენილი, რუსული პროპაგანდისტული არხების გამავრცელებელია და მათ პაკეტში, რა თქმა უნდა, რუსული საინფორმაციო არხები არსებობს, მაგრამ ეს ქართული ბაზრისთვის სიახლე არ არის. NTV Plus რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს ავრცელებს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ საქართველოში არსებული ყველა საკაბელო ოპერატორი ყოველთვის ავრცელებდა არხებს, რომლებსაც რუსულ პროპაგანდისტულ არხებად მოვიხსენიებთ. NTV Plus–ის პაკეტში შემავალი რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა საქართველოში არასდროს შეწყვეტილა და დღეს ამ არხებს საკაბელო არხების 650 000 აბონენტი უყურებს. “, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, NTV Plus თავად არცერთი რუსული საინფორმაციო არხის მწარმოებელი არ არის.

„ეს არის კომპანია, რომელსაც თვითონ მხოლოდ სპორტული და გასართობი კონტენტი აქვს. საერთო მაუწყებელი NTV, NTV Plus–ის ნაწილი არ არის. NTV Plus ცალკე სატელიტური პლატფორმაა, რომელიც სატელიტური სერვისის მიმწოდებელია. ის მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტს ახორციელებს, რომელიც მხოლოდ რუსეთში არ არის, არის უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრგან. NTV Plus–ის პაკეტში 290–ზე მეტი არხია, მათ შორის უცხოური არხები – BBC, CNN და სხვა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიხაილ დიომინის განცხადებიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NTV Plus–ის ცენტრალურ ოფისთან ბევრი კითხვა ჰქონდა.

„ჩვენ მათ გავუგზავნეთ კითხვა, რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ „მედია ჯგუფთან“, რომელიც NTV Plus –ის განცხადებაში ტექნიკურად დამხმარე ორგანიზაციად იყო მოხსენიებული“, – განაცხადა ბექაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, წინასწარ, დარეგისტრირებამდე, 2016 წლის 12 სექტემბერს როგორ მიიღო ავტორიზაცია 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებულმა კომპანია „მედია ჯგუფმა“, რომელიც NTV Plus-ის პარტნიორია, კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ ქართულ „მედია ჯგუფს“ ავტორიზაცია არ გაუვლია, ის ავტორიზებული პირი არ არის და რეგულირების სფეროში არ შედის.

„ავტორიზაცია გავლილი აქვს თავად NTV Plus–ს. წელიწადნახევრის წინ, NTV Plus–მა ავტორიზაცია კომისიაში საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გაიარა. თუმცა, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისთვის დამატებით, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი დასჭირდება, რათა დაფიქსირდეს, როგორც ქართული სამეწარმეო სუბიექტი“, – განაცხადა კახა ბექაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42