თვითმხილველების თქმით, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა შვილის მოკვლით რამდენჯერმე დაემუქრა.
გავრცლებული ინფორმაციით, გოგონა დასთან სტუმრად იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს 2 მცირეწლოვან შვილების თვალწინ მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულის შვილებმა მკვლელი იცნეს და კარი სწორედ მათ გაუღეს სამართალდამცავებს ვინაობაც დაუსახელეს.
25 წლის გოგოს მკვლელობის ადგილიდან დამნაშავე მიიმალა. სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






