„მიგვაჩნია, რომ დღეს ქუთაისის მერიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სავსებით საკმარისია რამდენიმე ჰიბრიდული სისტემის ეკონომიური წვის ავტომანქანის ყოლა, რომლითაც მერიის თანამდებობის პირები ისარგებლებენ საჭიროებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გააბრაზებს მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც სარგებლობენ ამ ავტომანქანებით, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აიპებში და სხვადასხვა სამსახურში არიან მაინც დასაქმებულები და ეს როგორღაც კომპენსირებას გაუკეთებს მათ ამ გაბრაზებას,“ - განაცხადა, გიგა შუშანიამ. მისივე თქმით, სრულიად საკმარისი იქნება თუ მერია ჰიბრიდული ტიპის მორიგე ავტომობილებით ისარგებლებს.
ქუთაისის მერიის ავტოპარკი 70 ერთეულ ავტომანაქანას ითვლის.
ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესაკეთებლად ტენდერი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოაცხადა. ტენდერში შპს "თეგეტა მოტორსმა" გაიმარჯვა, თუმცა, ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის.
ენმ-ს მხრიდან წამოსულ კრიტიკას ქუთაისის მერიაში უპასუხეს. მათი თქმით ოპოზიციის განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანია გამოყოფილი და არა 340 000 ლარი:
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. რეალურად, ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება, 340 000 ლარს, ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა. რაც შეეხება, ახალი ავტომობილების შეძენას, ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ." - ნათქვამია მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






