"საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა"- თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელები ფინანსთა მინისტრს პასუხობენ
პოლიტიკა - 18:30, 13 Apr, 2018     942
ფინანსთა მინისტრის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებული ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელი ძალის ფუნქციას არ ასრულებენ, თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელი პირები პასუხობენ. ისინი არ იზიარებენ მამუკა ბახტაძის მოსაზრებას და აცხადებენ, რომ ქართული ეკონომიკის დაახლოებით 60 %-ს სწორედ საქართველოში არსებული ბანკები აფინანსებენ. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა:

„ქართული საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოში. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში. ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის დამფინანსებელი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემაა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. „არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდები, რომელიც იმედია, შეიქმნება მიმდინარე რეფორმების შედეგად. ამ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მარტო თიბისი ბანკის მონაცემებით, სამ მილიარდ ნახევარი ლარი გვაქვს ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში ამ პროცესს ვაგრძელებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო სისტემა ძალიან სენსიტიურია. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, ეს ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, რასაც დღეს საქართველოში 20-ზე მეტი ადგილობრივი ბანკის არსებობაც ადასტურებს. აქედან ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან მოზიდული ჰყავს მაღალი კლასის ინვესტორები და ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და გაჩნდეს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები. საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ ყველაფრის დაფინანსებას.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის თქმით, საქართველოს ბანკი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და მიუხედავად არსებული რისკებისა აფინანსებს, არა მარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

„სტარტაპების დაფინანსება მართლაც პრობლემურია ბანკებისთვის, ძალიან რთულია დიდი რისკებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა საქართველოს ბანკი ცდილობს და არამარტო სტარტაპებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ინიციატივა გავაკეთეთ. მე ვფიქრობ რომ საქართველოს ბანკი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42