"ვიმედოვნებ, რომ NTV Plus-ის ქართულ მედიაბაზარზე შემოსვლა რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს"- აცხადებს დეპუტატი.
მარშანიას განმარტებით, რუსული არხი საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იქნება თუ არა ეს, NTV Plus-ის სარედაქციო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.
„თუ მოსახლეობას არხი ძალიან არაობიექტურ, დამახინჯებულ და ტენდენციურ ინფორმაციას აწვდის, ნებისმიერი არხი საშიშია, გნებავთ „ენ-ტე-ვე პლიუსი“ იყოს და გნებავთ „დოიჩე ველე“. აქედან გამომდინარე, გააჩნია, მას რა საინფორმაციო პოლიტიკა ექნება. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მიმდინარე პროცესებზე და რუსეთზე ჩვენს წარმოდგენებს გაამდიდრებს. ასე ვუყურებ მე NTV Plus-ის შემოსვლას. საფრთხე ბევრ რამეში შეიძლება იყოს, არა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე. საფრთხეს ბევრი ფორმა და სახე აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ამა თუ იმ არხის მოღვაწეობა და მოქმედება საღი გონებით და ჯანსაღი პოზიციებიდან შევაფასოთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






