რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოდან საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს ქ. მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას. აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.
საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან 29 მარტს გააძევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ინგლისში 4 მარტს მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 დიპლომატი გააძევა. ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან დიპლომატები გააძევეს აშშ-მა , ევროკავშირის ქეყნებმა და მათმა მოკავშირეებმა.
მასალის გამოყენების პირობები






