დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:05, 13 Apr, 2018     1006
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

14 აპრილს, დედაენის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით დედაენის ბაღში 12 საათიდან გაიმართება.

„ხვალ, დილის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე ყველას ველოდებით დედაენის ბაღში, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, ასევე, იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით. მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები ამონარიდებს წაიკითხავენ საკუთარი წიგნებიდან. ასევე, ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 7 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

დედაენის ძეგლთან, ასევე, გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.

ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42