პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლა - ინტერპარტიული ჯგუფი აქტიურ კონსულტაციებს იწყებს
პოლიტიკა - 17:30, 12 Apr, 2018     765

ინტერპარტიული ჯგუფის ინფორმაციით ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტებისათვის დაფინანსების გადაკეტვის ახალ სქემას ამუშავებს, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ უმრავლესობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსება შეეზღუდებათ საარჩევნო ბლოკებს და ფულს მხოლოდ ბლოკის ერთი პარტია მიიღებს.

ოპოზიციას ბლოკებად გაერთიანების ბოლო შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ექნება ერთჯერადი გამონაკლისის სახით.

„ბლოკების გაუქმებას ცდილობდნენ, ახლა ცდილობენ, რომ ბლოკმა დაკარგოს აზრი, პრაქტიკულად ამ ქმედებებს მათთვის შედეგი არ მოაქვს და ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ყველანაირი რესურსი შეუზღუდონ, რომ მათ არსებობა შეწყვიტონ ქვეყანაში და ამით მათ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება“, - აღნიშნავს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბლოკებზე საუბარი და აქცენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა:

„მილიონობით ლარის მობილიზაციას აკეთებს „ქართული ოცნება“ კორუფციული სქემების გამოყენებით, მათ შორის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან უზარმაზარი შემოწირულობების მიღებით და რეალურად, ყიდულობს არჩევნების შედეგებს. ასე რომ ბლოკებზე საუბარი და აქცენტი არის მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა, ჩვენ კი ახლა შევიმუშავებთ მოდელს, რომელიც აღმოფხვრის ამ პრობლემას“, - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42